"პუტინი მკვლელია", "არა ომს", "არ გაპატიებთ" - ამ მოწოდებებით შეიკრიბნენ თბილისში მყოფი რუსეთის მოქალაქეები. აქცია შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ინტერესების სექციასთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეკრებილები დარწმუნებული არიან, რომ პუტინმა მთავარი ოპონენტი მოიშორა. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად 1 თვით ადრე ნავალნის დაღუპვა რუსეთის მოქალაქეებს ეჭვს არ უტოვებს, რომ ოპოზიციონერი მოკლულია.
"პუტინი მკვლელია - არა ომს, არ გაპატიებთ!" - აქცია თბილისში
16 თებ 202420:16
3 წუთის საკითხავი